გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
„ მოდით მოვუსმინოთ მუსიკას“
კლასი/საფეხური
IV კლასი/დაწყებითი საფეხური
მოსწ.რაოდენობა/პროფილი
ცხრა მოსწავლე
პედაგოგი
თამარ ბაგაშვილი
გაკვეთილის აქტუალობა/მნიშვნელობა
პირველი მუსიკალური ინსტრუმენტები/ მოსწავლეები აითვისებენ და შეისწავლიან მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის ისტორიას, მუსიკის მნიშვნელობას წარსულსა და აწმყოში
მიზნები
Ø  ლექსიკური მარაგის შევსება მოცემული თემატიკის ახალი სიტყვებით
Ø  წაკითხული ტექსტის გაცნობა/გაგება/თხრობა
Ø  ნაცნობ თემატიკაზე მოსმენილი ტექსტის გაგება
Ø  გრამატიკული მასალა: წარსული მარტივი დრო/ მტკიცებითი და უარყოფითი წინადადებები
Ø  წესიერი ზმნები

შედეგები
Ø  მოსწავლე ტექსტიდან ამოიცნობს ახალ სიტყვებს
Ø  კითხულობს და იგებს ნაცნობ თემატკაზე მოცემულ ნარატიული ხასიათის ტექსტს;
Ø  ისმენს და იგებს მცირე ზომის ნარატიული ხასიათის ტექსტს
Ø  ნაცნობ თემატიკაზე მოცემული ტექსტიდან ამოიცნობს წესიერ ზმნებს;
Ø  ამოიცნობს მოცემულ გრამატიკულ დროში წინადადების მტკიცებით და უარყოფით ფორმებს
Ø  იყენებს მოცემულ გრამატიკულ დროს თხრობის და კითხვა პასუხის დროს;
წინარე ცოდნა
Ø  მოსწავლე ფლობს ტექსტზე მუშაობის უნარებს (წაკითხვა, მოსმენა, მოსმენილის გაგება –გამეორება, თხრობა);
Ø  ფლობს ზედსართავ სახელთა გარკვეულ მარაგს (long, short, thin, thick, noisy, quiet, tall, round, loud, big, small, huge, enormous, tiny, nice, beautiful, exciting), რომლებიც დაეხმარებათ მათ ახალი ტექსტის შესწავლისას;
Ø  შეუძლიათ დაასახელონ ისეთი კლასიკური და თანამედროვე ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად: piano, violin, drums, flute, guitar;
Ø  მოსწავლეთა ლექსიკაში ნაცნობია სიტყვები: listen, listen to, music;
Ø  ასახელებენ ფერებს: red, yellow, green, blue, orange, pink, purple, grey, brown;
Ø   ფლობენ სტანდარტით გათვალისწინებულ ძირითად გრამატიკულ უნარებს (აწმყო და მომავალი დროები, დამხმარე ზმნების დანიშნულება, ქვემდებარე, შემასმენელი), რაც მათ ახალი გრამატიკული დროის ათვისებას გაუადვილებს;

გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, დავალებების შემოწმება (3წთ);
Warm up - ი (5 წთ): მოსწავლეებს სახელმძღვანელოები აქვთ დახურული. მათ ვთხოვ, გაიხსენონ და დაასახელონ ის მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელიც უკვე შესწავლილი გვაქვს;
ვთხოვ აღწერონ დასახელებული ინსტრუმენტები, ისაუბრონ მათ ჟღერადობაზე, ზომაზე, ფორმასა და ფერზე;
Activity 1(5 წთ) - მოსწავლეებს ვაცნობ პოსტერზე გამოსახულ ინსტრუმენტებს, ისინი ისმენენ და ჩემთან ერთად ასახელებენ თითოეულ მათგანს; ()
Activity 2 (7წთ)პროექტორის დახმარებით, white board–ზე, მოსწავლეებს ვაჩვენებ სახელმძღვანელოს DVD  ვერსიას, ხელახლა ვუსმენთ მოცემულ სიტყვებს წინადადებებში მოცემულ მაგალითებთან ერთად, მოსწავლეები კვლავ იმეორებენ ახალ სიტყვებს: cylinder, gramophone, microphone, ipad, record, invent, DVD, CD, earphones, band;
Activity 3.1 / 3.2 (12 წთ) -1. მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ სახელმძღვანელოები მოცემულ გაკვეთილზე (დაფაზე ვუთითებ გვერდს) და წაიკითხონ გაკვეთილის სათაური. მათ ვუხსნი რომ ტექსტი წარსულ დროშია, ვაცნობ did not მაშველს და წესიერ ზმნებს (listened, recorded, invented, wanted ..);
2. მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას „ look and listen”, რითიც მივანიშნებ, რომ ვიწყებთ ტექსტის მოსმენას. ისინი ერთდროულად უსმენენ და თვალს ადევნებენ ტექსტს სახელმძღვანელოში. ყოველი წინადადების მოსმენის შემდეგ ვჩერდებით და ვთხოვ მოსწავლეებს გადმოსცენ მოსმენილის მნიშვნელობა.
Activity 4  (10 წთ) - მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას: „listen and say -და ვიწყებთ ტექსტის ხელახლა მოსმენას და მოსმენილის გამეორებას.
Homework (3 წთ) – 1. საშინაო დავალებაში მოსწავლეები გადაიტანენ ტექსტიდან ახალ სიტყვებს ლექსიკონში და გამოწერენ დავალების რევეულებში;
2. მოსწავლეები ტექსტიდან ამოწერენ წესიერ ზმნებს და იმ წინადადებებს, რომელშიც შეხვდებათ სიტყვა „did not / didn’t”;




გამოყენებული რესურსები
DVD, მაგნიტოფონი, პოსტერი, white board, დაფა, ცარცი,
შეფასება
განმავითარებელი შეფასება


No comments:

Post a Comment